რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შვეიცარია და კანადაც უერთდება

გამოქვეყნდა:

შვეიცარია, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს  უერთდება
ქვეყანამ, ფინანსური სანქციები დააწესა ვლადიმერ პუტინის, მიხაილ მიშუსტინისა და ლავროვის წინააღმდეგ. 

„შვეიცარია აწესებს ევროკავშირის მიერ,  23 და 25 თებერვალს დაწესებულ სანქციებს,  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, პრემიერ მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიმართ" -  წერია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრესრელიზში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შვეიცარია რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვას უერთდება.  ქვეყანა რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკთან ნებისმიერი ტიპის ტრანზაქციას კრძალავს.  კანადის ხელისუფლება ასევე ბლოკავს NWF-ის აქტივებს და მათთან დაკავშირებულ ყველა ტრანზაქციას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი