
ოფიციალური ინფორმაციით, ხარკოვის რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციაში დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა ხარკოვში მომხდარს ომის დანაშაული და უკრაინელი ხალხის გენოციდი უწოდა.
რაც შეეხება საომარი მოქმედებების დაწყებიდან ამ დრომდე არსებულ მონაცემებს - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 352 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი, ხოლო დაშავებულია 2040 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 45 ბავშვი