
სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როცა ერთი მხარე მეორეს შეხვედრის დროს არ ბომბავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს და რუსეთ-უკრაინის დელეგაციების დღევანდელ შეხვედრას ეხმაურება.
დღეს რუსეთის ინიციატივით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა. ეს მოლაპარაკებები ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი ქალაქების დაბომბვის ფონზე მიმდინარეობდა. შესამჩნევი იყო მოლაპარაკების პროცესისა და სროლების სინქრონიზაცია. ვფიქრობ, რომ ასეთი ცბიერი მოქმედებებით რუსეთი გამოძრომას ცდილობს. დროს ნუ დაკარგავთ, მსგავს ტაქტიკას არ მივიღებთ!
სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როცა ერთი მხარე მეორეს მოლაპარაკებების მიმდინარეობის მომენტში არ ბომბავს. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შედეგები, რომლის მიღებაც გვსურს.
რუსეთმა გაახმოვანა თავისი პოზიციები, ჩვენ კიდევ შემხვედრი პუნქტები მოვახსენეთ. ომის დასასრულებლად გარკვეული სიგნალი მივიღეთ. როდესაც დელეგაცია კიევში ჩამოვა და განვიხილავთ, მოვისმენთ, გავაანალიზებთ და შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გადავიდეთ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე, - აცხადებს ზელენსკი.
იხილეთ ასევე: