უკრაინაში, ქალაქ ახტირკაში რუსების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 70 ჯარისკაცი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 70 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დიმიტრი ჟივიცკი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსებმა დაბომბეს ნავთობის ბაზა, თუმცა ჭურვი ისეთ ადგილას ჩავარდა, სადაც ბევრი სასწვავი არ იყო შენახული და ცეცხლის ჩაქრობა ნახევარ საათში მოხერხდა.

ჩუპახივკაში ოკუპანტებმა მანქანას ესროლეს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

"ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა გრძელდება, ბევრია გარდაცვლილი. ამჟამად ისინი ამზადებენ სასაფლაოებს 70 დაღუპული უკრაინელი სამხედროსთვის. ვამზადებთ ჩვენი ორასეულის მონაცემებსაც", - წერს დმიტრო ჟივიცკი. 

 განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დაბომბვისა ქალაქი არ დაცემულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი