უკრაინის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა - პენტაგონი

გამოქვეყნდა:

უკრაინის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების თითქმის 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა, – ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ჯარის დიდი ნაწილი კიევიდან 25 კილომეტრში იმყოფება, ხუთი კილომეტრით წინ, ვიდრე კვირას.

"რუსეთის ძალები ცდილობენ, მიუახლოვდნენ კიევს ხმელეთით. ჩვენი შეფასებითმ ისინი ქალაქის ცენტრის მიღმა არიან. რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ აქვთ განზრახვები კიევთან მიმართებით. უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას კიევის ირგვლივ. მათ რუსეთს სამხრეთით გადაადგილება გაურთულეს",- თქვა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ

CNN ფოტოებს აქვეყნებს და წერს რომ  რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი