
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოიერიშე მფრინავი ალექსანდრე ოქსანჩენკო საჰაერო ბრძოლაში დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პოლკოვნიკ ოქსანჩენკოს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
გამოცემის ცნობით, პოლკოვნიკი ალექსანდრე ოქსანჩენკო ერთ-ერთ საუკეთესო გამანადგურებელი მფრინავი იყო. გავრცელებული ცნობით, ის რუსეთის საოკუპაციო ავიაციის ყურადღების საკუთარ თავზე გადატანას ცდილობდა, რა დროსაც დაიღუპა.