უკრაინაში ომის გამო, ​ვბლოკავთ RT-სა და Sputnik-ის YouTube არხებს - Google

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ვბლოკავთ YouTube არხებს, რომლებიც დაკავშირებულია RT-თან და Sputnik-თან მთელ ევროპაში - ინფორმაციას GOOGLE-ის ევროპული ოფისი ავრცელებს. 

მათი ცნობით, სანქციები დაუყონებლივ ამოქმედდება. 

"უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ვბლოკავთ YouTube არხებს, რომლებიც დაკავშირებულია RT-თან და Sputnik-თან მთელ ევროპაში, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. დრო დასჭირდება ჩვენი სისტემების სრულად გაძლიერებას. ჩვენი გუნდები აგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს მთელი საათის განმავლობაში, რათა მიიღონ სწრაფი ზომები",- ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი