
მედიკამენტები და სააფთიაქო საშუალებები, საჭმელი, პირველადი მოხმარების ნივთები, ადამიანური რესურსები (მოხალისეები) - კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო წერს, რომ ახლა კიევს ძალიან სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება
"მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს და შეუძლია დაეხმაროს, გამოგვეხმაუროს. ჩვენ უნდა დავიცვათ კიეველები და გავითვალისწინოთ ამ ქალაქის მცხოვრებთა საჭიროებებს",- წერს კლიჩკო.
მერი წერს, რომ ქალაქის ინტენსიური დაბომბვის ფონზე, უპირველესად მარტოხელა მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ეხმარებიან.
"სახსრების მოსაზიდად და ფონდის შესავსებად მივმართე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კიევისა და უკრაინის უცხოელ პარტნიორებს. ბიზნესმა უკვე დაიწყო დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება კი ევროპისა და უკრაინის ზოგიერთი ქალაქებიდან იგზავნება",- ამბობს ვიტალი კლიჩკო.
კლიჩკოს ცნობით, კიეველების დასახმარებლად სპეციალური პლატფორმა შეიქმნა.