ჩერნიგოვიდან ყველა გასასვლელი დანაღმულია

გამოქვეყნდა:

ჩერნიგოვიდან ყველა გასასვლელი დანაღმულია - საფრთხის შესახებ მოქალაქეებს ქალაქის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი აფრთხილებს. 

"ჩერნიგოვი მზად არის თავდაცვისთვის. ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს. დარჩით სახლში ან თავშესაფრებში", - ნათქვამია მერის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინდელი დღიდან ჩერნიგოვის რაიონში რუსული და უკრაინული ძალების შეტაკება მიმდინარეობს, ოკუპანტები ქალაქს ინტენსიურად ბომბავენ. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაზარალებულ რაიონში საცხოვრებელი კორპუსები და მაღალსართულიანი შენობები დაინგრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი