"დროა, ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დაბრუნდეს" - ლავროვი

გამოქვეყნდა:

"დროა, ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დაბრუნდეს" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა. მის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს. 

"ჩვენთვის მიუღებელია, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ფუნდამენტური დებულებების საწინააღმდეგოდ, აშშ-ის ბირთვული იარაღი კვლავ განლაგებულია ევროპის რიგი ქვეყნების ტერიტორიაზე.

ნატოს არაბირთვული ქვეყნების მონაწილეობით "ერთობლივი ბირთვული მისიების" მანკიერი პრაქტიკა გრძელდება. მათ ფარგლებში მუშავდება რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარები.

დადგა დრო, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დაბრუნდეს და ევროპაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მთლიანად დაიშალოს", - ამბობს ლავროვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი