
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ახლა არის ისტორიული დრო, როდესაც ევროკავშირს უკრაინის წევრ ქვეყნად მიღების შემთხვევაში, შეუძლია რადიკალურად შეცვალოს რეალობა.
"საუკეთესო გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ახლა ევროკავშირს შეუძლია, არის უკრაინის დაუყოვნებლივ თავის რიგებში შეყვანა. აქციეთ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად. ისტორიული დრო მოითხოვს დიდ და ისტორიულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ მოვლენების დინამიკა. ეს ნაბიჯი სწორედ ასეთი გადაწყვეტილებაა",- წერს დმიტრო კულება.
ცნობისთვის, ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილავენ უკრაინის მიმართვას, რომელსაც ზელენსკიმ ხელი გუშინ, 28 თებერვალს მოაწერა.