
"რუსებს ტყუილად სჯერათ, რომ კომფორტის ზონაში მოხვდნენ... უკრაინამ საერთაშორისო ფრონტზე პირველი გამარჯვება უკვე მოიპოვა და სისხლიანი ტერორისთვის რუსეთი დაამარცხა" - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა საუბრობს.
მისი თქმით, რუსეთსა და კრემლს მოუწევს ამ დანაშაულისთვის პასუხისგება, მით უფრო იმ ფონზე, რომ საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიხამნმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსულ აგრესიაზე გამოძიება დაიწყოს.
"რუსებს ტყუილად სჯერათ, რომ კომფორტის ზონაში მოხვდნენ. უკვე დავიწყეთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ცივილური სამყაროს საზღვრების კვეთის დროს რუსი სამხედრო დამნაშავეების დასაკავებლად. დამიჯერეთ, მათ დააკავებენ. უკრაინამ საერთაშორისო ფრონტზე პირველი გამარჯვება უკვე მოიპოვა და სისხლიანი ტერორისთვის რუსეთი დაამარცხა.
საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმხანმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. შემდეგი ნაბიჯი სასამართლოს მიერ, საქმის წარმოებაში მიღება და დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ სასამართლოს განხილვის დაწყება იქნება. უკრაინელების ტანჯვისთვის აგრესორი კანონიერად უნდა დაისაჯოს", - ამბობს ირინა ბენედიქტოვა.