
Anonymous-მა რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების ბაზა გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას Anonymous ავრცელებს.
მანამდე კი "ანონიმუსმა" გაავრცელა ბელარუსი აგენტების სია, ასევე, ჰაკერულმა დაჯგუფებამ გასულ დღეებში 1 500-ზე მეტი რუსული და ბელარუსული ვებგვერდი, მათ შორის ბანკებისა და სამთავრობო მედიის საიტი გატეხა.
"ანონიმუსმა" გატეხა ბელარუსისა და რუსეთის მთავრობის 1500-მდე ვებგვერდი, მედია სააგენტო, ბანკისა და კომპანიის საიტი გასულ 72 საათში", - დაწერა დაჯგუფებამ.