
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ვიდეომიმართვას ავრცელებს და დედაქალაქში განხორციელებულ თავდასხმასა და მის შედეგებზე საუბრობს. ის ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს იმასაც, რომ კიევის დასაცავად ძალოვანი სტრუქტურებია გაერთიანებული.
მეგობრებო! ძვირფასო კიეველებო!
მტერი თავს დაესხა დედაქალაქს! და უკვე არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. წინასწარი მონაცემებით, ტელეანძაზე რაკეტის მოხვედრის შედეგად, 5 მშვიდობიანი კიეველი დაიღუპა, ისინი, ვინც კოშკთან ტროტუარზე გადაადგილდებოდნენ. მოვუწოდებ ყველა კიეველს, არ იარონ ქუჩებში. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად. უკეთესია, თუ ღამეს თავშესაფრებში გაატარებთ.
ახლა სპეციალისტები ტელევიზიის სრულფასოვანი მუშაობის აღსადგენად მუშაობენ. ნაწილობრივ, ციფრული მაუწყებლობა აღდგენილია. ასევე, სატელევიზიო არხები საკაბელო ქსელებშია ხელმისაწვდომი.
ერთად დავდგეთ ჩვენი ქალაქის დასაცავად! უკრაინის შეიარაღებული ძალები, დედაქალაქის პოლიცია, სხვა ძალოვანი სტრუქტურები იცავენ კიევს! შევინარჩუნოთ გამძლეობა, რადგან მტერს ჩვენი დაშინება და დემორალიზება სურს! ეს არ მოხდება!
ჩვენ ერთად ვართ! კიევი უკრაინის გულია! მოდით, წავიდეთ ბრძოლაში! და ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!, - აცხადებს კლიჩკო გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.