Nick Cave & the Bad Seeds რუსეთსა და უკრაინაში დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს

გამოქვეყნდა:

Nick Cave & the Bad Seeds რუსეთსა და უკრაინაში დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს. ამის შესახებ ჯგუფმა Facebook-ზე დაწერა. 

"მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავაუქმოთ ჩვენი შოუები რუსეთსა და უკრაინაში, რომლებიც ამ ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო.

ჩვენი აზრები და სიყვარული მიემართება უკრაინის მამაცი ხალხის, მათი გმირული ლიდერისა და ამ უაზრო ომისგან დაზარალებულთა მიმართ.

უკრაინა, ჩვენ ვდგავართ თქვენთან და ყველა მათთან ერთად რუსეთში, ვინც ეწინააღმდეგება ამ სასტიკ აქტს და ვლოცულობთ, რომ ეს სიგიჟე მალე დასრულდეს, - წერს Nick Cave & the Bad Seeds.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი