
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ NATO მზად არ არის, რომ უკრაინა ალიანსში მიიღოს, მაშინ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. მისივე თქმით, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების იურიდიული გარანტიები უნდა შეიმუშაონ.
"ჩვენ მზად ვართ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ, ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე. თუ ისინი მზად არ არიან, რომ უკრაინა NATO-ში მიიღონ, რადგან რუსეთს ეს არ სურს, მაშინ, უნდა შევიმუშაოთ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დაცულია, ჩვენი საზღვრები დაცულია, ჩვენს მეზობლებთან გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც იურიდიულად არის გაჯერებული", - თქვა ზელენსკიმ CNN-თან.
იხილეთ ასევე: