
ოლიგარქი აბრამოვიჩი ლონდონში ქონებას ყიდის - პუტინის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორს საფეხბურთო კლუბ ჩელსისთან ერთად, ახლა ლონდონის ცენტრში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონება აუქციონზე გააქვს.
ინფორმაციას გამოცემა "თაიმსი" ავრცელებს. ნავთობ მაგნატისა და პუტინის უახლოესი მოკავშირის ოლიგარქ რომან აბრამოვიჩის ქონება 2021 წელს 14,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
რუსეთისთვის დაწესებულმა უმკაცრესმა ეკონომიკურმა სანქციებმა კი დარტყმა მაგნატის ბიზნესებსაც მიაყენა.