ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება უკრაინაში, რუსეთის შეჭრაში დახმარების გამო მიიღეს.

Reuters-ის ინფორმაციით, EU-ს დიპლომატებმა დაამტკიცეს ახალი სანქციები ბელარუსის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც გარკვეული ფორმით მონაწილება მიიღეს უკრაინაზე თავდასხმაში. 

სანქციები ეხება  ეკონომიკურ სფეროსაც. კერძოდ, ხე-ტყითა და ფოლადით ვაჭრობას. 

შეგახსენებთ, ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები 2020 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი