
აგრესორის მორიგი მუქარა - საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი იქნება ბირთვული.
ეს განცხადება ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა Aljazeera-სთან ინტერვიუში გააკეთა - „მესამე მსოფლიო ომი იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი“, - ამბობს ის.
ლავროვი ამით გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ მკაცრი სანქციების ალტერნატივა, რომელიც ვაშინგტონმა მოსკოვს დაუწესა, იქნება მესამე მსოფლიო ომი.
ინტერვიუ ლავროვთან სრულად, ჯერ სრულად არ გამოქვეყნებულა.