"პრეზიდენტ ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ [საქართველოს მთავრობაზე] განრისხებული იყოს" | დევიდ კრამერი

გამოქვეყნდა:

"პრეზიდენტ ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ [საქართველოს მთავრობაზე] განრისხებული იყოს" - ამის შესახებ გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის მმართველი დირექტორი დევიდ კრამერი "ამერიკის ხმასთან" საუბრობს. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, საქართველოდან უკრაინის ელჩის მოლაპარაკებებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. მან ორი მიზეზი დაასახელა: საქართველოდან უკრაინაში წასავლელად მზადმყოფი მოხალისეების არ გაშვება და როგორც თავად უწოდა, „ამორალური“ გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა საქართველო დასავლეთს რუსეთისთვის სანქციების დადებაში. რა გავლენა ექნება საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე ამ ყველაფერს?

პრეზიდენტ ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ განრისხებული იყოს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები, არჩევანი და ქმედება, რომელსაც საქართველოს მთავრობისგან ვხედავთ, შემაშფოთებელია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ შეურთდება [დასავლეთის სანქციებს] და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ყველა უფლება აქვს, რომ გაბრაზებული იყოს საქართველოს მთავრობაზე ამის გამო. მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობით. ეს ის დროა, როდესაც უკრაინას სჭირდება და იმსახურებს საერთაშორისო სოლიდარობას, მათ შორის საქართველოდანაც, - ამბობს კრამერი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი