
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის თავდაცვის სექტორს სანქციებს უწესებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები მიზნად ისახავს შეზღუდოს "პუტინის ომის მანქანა".
"ეს ქმედება მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს რუსული იარაღის მწარმოებელ კომპანიებს. საერთო ჯამში სანქციები დაუწესდება რუსეთის თავდაცვის სექტორთან მყოფ, 22 რუსულ ორგანიზაციას, მათ შორის ფირმებს, რომლებიც რუსეთისთვის სამხედრო თვითმფრინავებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, რაკეტებსა და ელექტრონულ საბრძოლო სისტემას ამზადებენ",- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.