
რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირაში ბელგიაში, პოლონეთში, მოლდოვაში, ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში გაემგზავრება.
ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს და წერს, რომ ვიზიტის მიზანი NATO-სა და ევროპელ პარტნიორებთან რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული ომის საკითხის განხილვაა.
ენტონი ბლინკენის ვიზიტი სხვადასხვა ქვეყნებში 3-8 მარტამდე იგეგმება. 3 მარტს ის ბრიუსელში NATO-ს
საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ევროპელ კოლეგებს შეხვდება, ასევე მონაწილეობას მიიღებს დიდი შვიდეულის მინისტერიალში, სადაც განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომელიც გლობალურად რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დააკისრეს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივნის უცხო ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლა არ იგეგმება.