
უკრაინის გაერთიანებული ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფმა, ქალაქ ვოლნოვახასთან რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი (SU-34) ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ამ თვითმფრინავის პილოტებმა განახორციელეს ბარბაროსული დაბომბვა მშვიდობიან მოსახლეობასა და ქალაქის ინფრასტრუქტურაზე", - აცხადებენ უწყებაში.
კიდევ ერთი თვითმფრინავი უკრაინელებმა ქალაქ ირპენის თავზე ჩამოაგდეს.
"ახლახან ჩამოვაგდეთ რუსული SU-30-ის ტიპის თვითმფრინავი ირპენის თავზე. საჰაერო თავდაცვის სისტემამ მშვენივრად იმუშავა", - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში მოსკოვმა უკვე 30-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი დაკარგა.