რუსეთის დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა Эхо Москвы-მ რადიო არხისა და ვებ გვერდის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მათ დღეს განაცხადეს. გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო.
1-ლ მარტს რუსეთის ხელისუფლებამ "ეხო მოსკოვი" და ტელეკომპანია "დოჟდი" , უკრაინაში ომის გაშუქების გამო გათიშა. კრემლმა ისინი "მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში" დაადანაშაულა.
მედია მუშაობას სოციალური ქსელების საშუალებით აგრძელებს.