რუსეთი უკრაინაში თავის მიზანს მიაღწევს - პუტინი მაკრონს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ რუსეთი წარმატებით მოახდენს უკრაინის დემილიტარიზაციას და მას ნეიტრალურს გახდის.

მაკრონსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. როგორც პუტინმა სატელეფონო საუბრისას თქვა, უკრაინის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, მხოლოდ იმ შედეგს მოიტანს, რომ რუსეთი მათგან უფრო მეტს მოითხოვს.

პუტინმა მაკრონს ასევე უთხრა, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას არ ეთანხმება. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც მაკრონმა უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს დააკისრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი