უთხარით თქვენს უფროსს, რომ შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა - კულება ლავროვს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქების დაბომბა შეწყვიტოს.

"რუსეთის ბარბაროსული ომის ტაქტიკა მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვით მანიპულირებაა, იმ ტანჯვით, რომელსაც ისინი მათ თავად აყენებენ. ახლა ლავროვი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის თავიდან აცილებაში ადანაშაულებს. უთხარით თქვენს უფროსს, რომ შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა. აჩვენეთ მსოფლიოს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება",- წერს დმიტრო კულება.

ლავროვმა განცხადებები დღეს, საერთაშორისო მედიასთან ონლაინპრესკონფერენციის დროს გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი