
თითქმის 200 ათასი სამხედრო, შავი ზღვის ფლოტი, ჯავშან-სატანკო და საავიაციო შენაერთები. აგრესიულობით ცნობილი ჩეჩნური და სადესანტო შენაერთები და მთელი ეს რუსული არმადა, უკრაინის წინააღმდეგ ჯერჯერობით უშანსოდაა.
კრემლის განცხადებები არმიის მოდერნიზების შესახებ მითი აღმოჩნდა და 8 დღიანმა საბრძოლო მოქმედებებმა ეს დაადასტურა.
ფრონტის ხაზიდან გავრცელებულ ინფორმაციაში მუდმივად ისმის ცნობები ენ-ლოუს, ჯაველინის და ბაი-რაქტარის სისტემების მიერ აფეთქებული ტანკების, ჯავშან-მანქანებისა და სრულად განადგურებული კოლონების შესახებ. და ეს საბრძოლო წარმატებები პირდაპირ კავშირშია თანამედროვე იარაღთან, რომლითაც უკრაინული არმიაა აღჭურვილი.
ავტორი: გუგა მაისურაძე