რუსული დამოუკიდებელი ტელეკომპანია "დოჟდი" რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.
"ჩვენ გვჭირდება ძალა, რომ გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ აქედან. ჩვენ მართლა ვიმედოვნებთ, რომ დავაბრუნებთ მაუწყებლობს და გავაგრძელებთ მუშაობას",- თქვა ნატალია სიდნეევამ.
პირველ მარტს, რუსეთში რადიოსადგური ეხო მოსკვი და ტელეარხი დოჟდ გათიშეს. მანამდე კი, რუსეთის პროკურატურამ აღნიშნული საინფორმაციო საშუალებებისთვის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა.
პროკურატურის მტკიცებით, მედიასაშუალებები "რუსეთის მიერ დონეცკსა და ლუგანსკის დაცვის სპეცოპერაციის შესახებ დეზინფორმაცია ავრცელებდნენ".