
დიდი ბრიტანეთი კიდევ ორ რუს ოლიგარქს სანქციებს დაუწესებს. საუბარია ალიშერ უსმანოვსა და იგორ შუვალოვზე.
უსმანოვი საფეხბურთო კლუბ ევერტონსა და არსენალს აფინანსებს, ხოლო შუვალოვი 2012- 2018 წლებში რუსეთის ვიცეპრემიერი იყო.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალი შეზღუდვების მიხედვით, მათი აქტივები გაიყინება და დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ. ამასთან, ბრიტანეთის მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს, არ შეეძლებათ მათთან ბიზნეს საქმიანობა.
მანამდე, პუტინთან ახლო კავშირის გამო, უსმანოვს სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც. უსმანოვმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და თქვა, რომ მისი "რეპუტაციის დასაცავად ყველა სამართლიან საშუალებას გამოიყენებს".
შეგახსენებთ, ევროკავშირის მიერ, სანქცირებულია კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.