
საერთაშორისო ჰაკერულმა ორგანიზაცია Anonymous-მა რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკა - ინფორმაციას ჰაკერები თავადვე ავრცელებენ.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, Anonymous-მა ოკუპანტს კიბერ ომი ომი გამოუცხადა და თითქმის ყველა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია, ასევე სახელმწიფო უწყებები დაჰაკა. გამოაქვეყნა რუსეთის აგენტების სიაც სხვადასხვა ქვეყნებში.