
რუსეთის რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვა წითელ ჯვარს მიმართავს, უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების უფლებები დაიცვან. განცხადება რწმუნებულის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მალსაკოვა, ასევე მიმართავს უკრაინის ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას და მოუწოდებს, მიიღოს ზომები დატყვევებული რუსი ჯარისკაცების წამების თავიდან ასაცილებლად.
"მოსკალკოვამ თხოვნით მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს, პიტერ მაურერს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის ხელმძღვანელს უკრაინაში, ფლორენს ჟილეტს, რათა დაიცვან უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების უფლებები, დაეხმარონ მათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში და უზრუნველყონ მათი უფლებები საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის სამედიცინო დახმარების უფლებით“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს, კიევში ჩასვლის შემთხვევაში დედებს გადასცემენ.