
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ვოლნოვახასთან რუსული ავიაგამანადგურებელი, SU-34 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს.
"რუსეთი ფედერაციის ძალები კვლავ განიცდის ზარალს. საჰაერო თავდაცვის მებრძოლებმა ვოლონვახას თავზე უკვე მეორე სუ-34 ჩამოაგდეს.
ამ თვითმფრინავმა დაბომბა მშვიდობიანი მოქალაქეების სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პილოტი აფეთქდა", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, უკრაინელმა სამხედროებმა გუშინ ორი რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. აქედან ერთი ვოლნოვახასთან, მეორე კი ქალაქ ირპენის თავზე. საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში მოსკოვმა უკვე 35-მდე თვითმფრინავი დაკარგა.