გვჭირდება სასწრაფო დახმარება ჰაერში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილზე - კულება ნატოს

გამოქვეყნდა:


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატოს მიმართავს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, მაგრამ გვჭირდება სასწრაფო დახმარება ჰაერში რუსული თავდასხმების მოგერიებაში. თუ არა, თქვენ მოგიწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლესა და ტანჯვაზე. უკრაინის მოსახლეობა, რომელიც იღუპება რუსული ავიაციის სარაკეტო თავდასხმის შედეგად“, - ნათქვამია უკრაინის მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში ნატოს ქვეყნების რიგგარეშე შეხვედრა მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი