"შესაძლოა, ამ სადგურის აღების შემდეგ, ჩეჩნებმა არამხოლოდ უკრაინელების, არამედ თვით რუსეთის შანტაჟიც კი დაიწყონ. მათ თავში რა მოხდება, არავინ იცის" | არახამია

გამოქვეყნდა:

"შეიძლება, ამ სადგურის აღების შემდეგ, ჩეჩნებმა, არამხოლოდ უკრაინელების, არამედ თვით რუსეთის შანტაჟიც კი დაიწყონ. მათ თავში რა მოხდება, არავინ იცის"  - ამის შესახებ უკრაინის რადას წევრი, დავით არახამია საუბრობს და ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. 

ყველა ხედავს, თუ როგორ მოქმედებს ოპონენტი, ისინი დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ. რუსების მოქმედებების შედეგად არამხოლოდ უკრაინელები, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ზარალდებიან. ისინი დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებენ. კრემლის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედების გამო, ათეულობით ქვეყანამ საერთაშორისო ტრიბუნალს უკვე მიმართა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომის დასრულების შემდეგ ტრიბუნალი არ შედგება.

დანაშაულს ვერაფერი გადაფარავს. გუშინ ყველამ კარგად დაინახა, რაც მოხდა. მტერმა ატომურ ელექტროსადგურს შეუტია. ოკუპანტების ძალებს ჩეჩნები წარმოადგენდნენ. ღმერთმა უწყის, რას მოიმოქმედებენ ეს ადამიანები. შეიძლება ამ სადგურის აღების შემდეგ, ჩეჩნებმა, არამხოლოდ უკრაინელების, არამედ თვით რუსეთის შანტაჟიც კი დაიწყონ. მათ თავში რა მოხდება, არავინ იცის. ეს ატომური ობიექტით განხორციელებული ტერორია, - ამბობს არახამია. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი