
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ მოვა დრო, ნატო მზად იქნება უკრაინას მიაწოდოს ყველაფერი რაც რუსული აგრესიის შესაჩერებლად იქნება საჭირო, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება დაგვიანებული არ იქნება
„პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ ისე ვითარდება, რომ დადგება დრო, როცა ნატოს ქვეყნები მზად იქნებიან უკრაინას მიაწოდონ ფაქტიურად ყველაფერი, რათა რუსეთმა შეაჩეროს შეტევა მთელ ევროპაში და ევროპის ქვეყნების ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევა.
მინდა მჯეროდეს, რომ გადამწყვეტ მოქმედებას დაიწყებთ იქამდე, სანამ გვიანი არ იქნება" - ამბობს კულება.
ოფიციალური კიევი ნატოც ცის ჩაკეტვას სთხოვს რუსული ბომბდამშენებისგან თავის გადასარჩენად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჯერჯერობით უარზეა.