რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს ომში მყოფი ქვეყნის, უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა, მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თუ უკრაინა მტკიცედ ვერ იდგება, მტკიცედ ვერ იდგება ვერც ევროპა
მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ.
თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.
ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი - თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის." თქვა ზელენსკიმ ლაივ ჩართვისას.
"ფორმულას" თარგმანი