
უმსხვილესმა მოდის სახლმა Kering Group-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა - ინფორმაციას ამის შესახებ the guardian ავრცელებს.
Kering Group -ის შემადგენლობაში შედის ფრანგული ძვირადღირებული ბრენდები: Gucci, Balenciaga და Yves Saint Laurent. მათ გამოაცხადეს, რომ რუსეთში ყველა მაღაზია დახურეს. აღსანიშნავია, რომ Kering-ს, კონგლომერატი რუსეთში 2 სივრცეს ფლობს, რომელშიც ჯამში 180-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
LVMH, რომელიც ფლობს ბრენდებს: Dior, Louis Vuitton, Givenchy, Celine, ჯამში, 124 რუსულ მაღაზიას დახურავს. გარდა ამისა, რუსეთში მუშაობასა და ბიზნეს ოპერაციებს დროებით აჩერებს Chanel.
ცნობისთვის, Hermès იყო პირველი დიდი მოდის სახლი, რომელმაც რუსეთში მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.