რუსეთი არ იცავს "სიჩუმის რეჟიმს" და აგრძელებს მარიუპოლის დაბომბვას | საევაკუაციო სამუშაოები შეჩერდა

გამოქვეყნდა:

რუსული მხარე არ იცავს "სიჩუმის რეჟიმს" და აგრძელებს მარიუპოლის დაბომბვას - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია "NEXTA" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.

ქალაქის მერის თქმით, საჰაერო თავდასხმის დიდი რისკის გამო საევაკუაციო სამუშაოები შეწყდა. გავრცელებული ცნობით, მოსახლეობის დიდ რიგებს, რომლებსაც ქალაქის დატოვება სურდათ, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.  

მსგავსი მდგომარეობაა ქალაქ ირპენში, რომელიც გუშინ მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. იყო საჰაერო თავდასხმა ქალაქზე. დაიბომბა ხიდი. ამ დროისთვის, მოქალაქეები დანგრეული ხიდის გავლით ცდილობენ ირპენის დატოვებას. 

ცნობისთვის, დღეს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში "სიჩუმის რეჟიმი" გამოაცხადა. 

ამავე თემაზე:

მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება | რუსეთმა "სიჩუმის რეჟიმი" გამოაცხადა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი