უმაღლესი კატეგორიის გაფრთხილება - აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. უწყება მიზეზად რუსეთის უშიშროების სამსახურის მხრიდან პოტენციურ შევიწროებას ასახელებს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული განცხადება მე-4 დონისაა, რაც აშშ-ს სამოგზაურო სისტემაში უმაღლესი კატეგორიის გაფრთხილებას წარმოადგენს.

დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილზე აშშ-ს საელჩოს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის მწირი შესაძლებლობა აქვთ. სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს ფულადი სახსრების დეფიციტზე და მოუწოდებს, რომ რუსეთში დარჩენის შემთხვევაში ფინანსებთან დაკავშირებით ალტერნატიული გეგმა შეიმუშაონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი