
ვალერი უგრინოკი, რომლის სატელეფონო მიმოწერა უკრაინაში დაკავებული დივერსანტების სქრინებში აღმოჩნდა, "მთავარ არხთან" განმარტავს, რომ აღნიშნული შემთხვევითობა იყო.
უგრინუკის თქმით, ის უკრაინაში სამართალდამცველებმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააკავეს, პოლიციამ მისი სატელეფონო საუბრები შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ ის უმეტესად რუსულ ნომრებზე რეკავდა.
უგრინუკის თქმით, მას რუსეთში ბევრი მეგობარი ჰყავს და სწორედ მათთან ჰქონდა დარეკილი. პოლიციამ ის დაკითხვაზე გადაიყვანა, თუმცა მალევე გამოუშვა.
"ომი დაიწყო 24-ში ჩვენ მაშინ არ გვესმოდა რა სირთულე გველოდა. ჯერ კიდევ როცა დაიწყო ომი მე ვსეირნობდი კიევში. მე მყავს ბევრი მეგობარი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ყველა განიცდის უკრაინის ბედს და ყველა მირეკავს, რომ გაიგონ რა ხდება უკრაინაში. მე ბევრს ველაპარაკებოდი, ამ დროს მომიახლოვდნენ ჩვენი დაცვის წარმომადგენლები და მთხოვეს, რომ მეჩვენებინა მათთვის ტელეფონი. მათ ტელეფონში დაინახეს რუსული და უცხოური ნომრები და დამაკავეს. ამის მერე გაირკვა სიტუაცია, მე ხელი მოვაწერე ქაღალდს, სადაც ნახეს სად ვრეკავდი და გამომიშვეს",-თქვა ვალერი უგრინუკმა.
რაც შეეხება ქართულ ნომერს, რომელიც სქრინებში ჩანს, უგრინოკის თქმით, ის საქართველოში მის მეგობრებს დაუკავშირდა.