
ევროპარლამენტარი დონალდ ტუსკი Twitter-ზე წერს, რომ თუ ვინმე საკუთარ ქვეყანაში ევროპის ერთიანობას ძირს უთხრის, მაშინ ის პუტინის მოკავშირეა, ხოლო ის, ვინც კანონის უზენაესობას, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს არღვევს, პუტინია.
"თუ ძირს უთხრი ევროპის ერთიანობას და ხელს უწყობ ნაციონალიზმს - პუტინის მოკავშირე ხარ. თუ უხეშად არღვევ კანონის უზენაესობას, ლახავ მედიის თავისუფლებასა და ადამიანი უფლებებს შენს ქვეყანაში - პუტინი ხარ",-წერს დონალდ ტუსკი.