
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილე, დენიელ ფრიდი twitter-ზე წერს, რომ თვითმფრინავი, რომელიც დღეს რუსეთიდან აშშ-ში გაფრინდა, შტატებიდან გაძევებული რუსი დიპლომატები უნდა წაიყვანოს.
არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან აშშ-ის მიმართულებით სამთავრობო ბორტი, ილ 96 -300 გაფრინდა, რომელიც დაკეტილი ცის გამო მოსკოვიდან ჯერ სანკტ-პეტერბურგში ჩაფრინდა, საწვავი შეავსო და ნეიტრალური წყლებით ვაშინგტონში გაფრინდა.
შეგახსენებთ, 1-ელ მარტს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის 12 დიპლომატი გაეროში, პერსონა "ნონ გრატად" გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად ვადა 7 მარტამდე მისცა.