
რუსეთში დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს, რომლებსაც არ აქვთ იქ ყოფნის განსაკუთრებული მიზეზი, ბრიტანეთის მთავრობამ ურჩია, რომ ქვეყნის დატოვება განიხილონ.
პირდაპირი ფრენა ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მგზავრობა კვლავ შესაძლებელია სტამბოლისა და დოჰას გავლით, სხვა ადგილებთან ერთად.
იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს რუსეთის დატოვება გაადვილებოდათ, მთავრობამ გააუქმა მგზავრების ლოკატორის ფორმის შევსების მოთხოვნა, რომლის შევსებაც საჭირო იყო კორონავირუსის პანდემიის გამო.
შეგახსენებთ, აშშ-მ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი