ომის მე-11 დღე | ბოლო ცნობები უკრაინის 12 ოლქიდან 

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი დილის 8 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ვითარება უკრაინის 12 ოლქში ასეთია:

ჟიტომირი: ღამით ორჯერ მოხდა საჰაერო თავდასხმა. კოროსტენში საჰაერო დარტყმის შედეგად 10  საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა (1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი).

ოვრუჩი: დაინგრა 15 საცხოვრებელი სახლი. დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.

ხმელნიცკი: თავდასხმები იყო სტაროკონსტანტინოვის აეროდრომზე (2 დაჭრილი)

ჩერნიგოვი: ღამით - ინტენსიური საჰაერო თავდასხმები იყო. იბრძვიან ქალაქის სიახლოვეს. 

პოლტავა: საჰაერო თავდასხმები იყო ლუბნაში, მირგოროდსა და პოლტავაში.

ხერსონი: ვითარება შედარებით მშვიდია, მობილური კომუნიკაციები გამორთულია.

ლუგანსკი: ღამემ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. გუშინ, ნაშუადღევს, ძლიერი დაბომბვა მოხდა სევეროდონეცკის მიმდებარე სოფლებში. ეს სოფლები ახლა ქალაქიდან არის მოწყვეტილი, მოხდა ჰუმანიტარული კატასტროფა. 

დონეცკი: მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. ვოლნოვახაც, მაგრამ გუშინ ვოლნოვახადან და ზოგადად რეგიონიდან 400-მდე ადამიანის გაიყვანეს. ევაკუაციის მცდელობები დღესაც გაგრძელდება.

ნიკოლაევი: საღამოს მოხდა "ტორნადოებით" დაბომბვა. არიან გარდაცვლილები. მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დნეპროპეტროვსკი: დნეპრში მოხდა ერთი საჰაერო თავდასხმა ღამით.

ხარკოვი: ღამით რეგიონულ ცენტრში ისევ აფეთქებები იყო: ალექსეევკას, ახალი სახლების, სალტოვკას რაიონებში, 23 აგვისტოსა და ხარკოვის ცენტრში.

კიევი: ბრძოლა მიმდინარეობდა ირპენში, გოსტომელში, მაკაროვში. მტრის მოძრაობა შეინიშნებოდა ბუჩას გასწვრივ, ნემიშაევსკაიას თემში. ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ჟიტომირის გზატკეცილის ტერიტორია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანარჩენ რაიონებში მშვიდი ვითარებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი