
უკრაინა რუსი სამხედრო ტყვეებისთვის ტყვეთა ბანაკების აშენებას გეგმავს - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტყვედ ჩავარდნილი ოკუპანტები ძალიან ბევრნი არიან და მათთვის ადგილის გამოყოფა ბანაკის გარეშე შეუძლებელი ხდება.
ბანაკი ჟენევის კონვენციის ყველა წესის შესაბამისად აშენდება.
"რუსეთის ფედერაციის არმიის ჯარისკაცი ვარ. ჩვენს ქვედანაყოფში იყო შემთხვევა, როცა ჯარისკაცს ომიდან უკან დაბრუნება სურდა, თუმცა ჩვენი მეთაური მასზე ფიზიკურად მოქმედებდა და აიძულებდა, ეომა. გვეუბნებოდნენ, რომ თუ ვინმე შეეცდებოდა, მისი მეგობრები მოკლავდნენ. უკრაინაში კარგად გვექცევიან. მინდა, მივმართო ყველა რუსს, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ეს ომი დასრულდეს, ომი მხოოდ ვლადიმერ პუტინს სჭირდება, თუმცა რა მიზანი აქვს არ ვიცი", - ამბობს რუსი ჯარისკაცი.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, - რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ამ დრომდე ომში 11 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა.
იხილეთ ასევე: