
რუსეთში, ეკატერინბურგში პოლიციამ უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე თოვლში ჩააგდო - ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ტელეგრამის არხებში ვრცელდება.
პოლიცია შეეცადა, ხელი შეეშალა ჟურნალისტისთვის, რომელიც პოლიციის ქმედებებს იღებდა და მას ადგილი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. ჟურნალისტის თქმით, დაკავებულ მოქალაქეს პოლიციამ ხელკეტით სცემა.
BBC-ის ცნობით, საპროტესტო აქციები დღეს რუსეთის 26 ქალაქში გაიმართა. ნოვოსიბირსკში 240-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, კრასნოიარსკში - სულ მცირე 83.
მთლიანობაში, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, აქტივისტების თქმით, რუსეთში საპროტესტო აქციებზე 9000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.