
უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რუსეთი სერიოზულ ეკონომიკურ დანაკარგებს განიცდის... სანამ ის ყველა ფრონტზე მარცხდება, შანსი გვაქვს, საომარ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გადავიდეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი საუბრობს.
უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რუსეთი სერიოზულ ეკონომიკურ დანაკარგებს განიცდის. საერთაშორისო ბრენდები რუსეთიდან გადიან, აჩერებენ წარმოებას და საქონლის გაყიდვას. სანამ რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, შანსი გვაქვს, საომარ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გადავიდეთ. ამასთან, მოვახდინოთ ახალი რესურსების მობილიზება და შევქმნათ ახალი ლოჯისტიკა.
მივმართავ იმ ქალაქებს, სადაც დაძაბული ვითარებაა, თუ თქვენ ადამიანების ევაკუაციის პროცესს კარგად უმკლავდებით, ახლა მათი დასაქმების პროგრამა უზრუნველყავით. თქვენი დახმარება დღეს ისევე გვჭირდება, როგორც არასდროს, - აცხადებს შმიგალი.