
"მორალური სული გაუტეხელია! ჩვენი სამხედროები კიევს ნებისმიერ ფასად დაიცავენ" - კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Facebook-ზე მორიგ ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები კიევს ნებისმიერ ფასად დაიცავენ.
მეგობრებო, ძვირფასო კიეველებო! ბრძოლა კიევთან ახლოს მიმდინარეობს. ქალაქი, დედაქალაქის დასაცავად და ომის რთულ პირობებში მცხოვრებთა სიცოცხლის დაზღვევისთვის ყველა რესურსს აგროვებს.
დღეს მე მანქანით გავიარე რამდენიმე გზა, რომელიც კიევის შესასვლელთანაა მოწყობილი. ჩვენი სამხედრო, ტერიტორიული თავდაცვის ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია და მტრის დამარცხების მტკიცე განწყობაც აქვს. მორალური სული გაუტეხელია! და ისინი ამბობენ, რომ კიევს ნებისმიერ ფასად დაიცავენ.
კიევი ჩვენი სახელმწიფოს გულია და ის მთელი ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვის! ჩვენ არ დავთმობთ კიევს. ვინარჩუნებთ გამძლეობას, ერთად ვდგავართ! დიდება უკრაინას!, - აცხადებს კლიჩკო.