
პუტინის თქმით, უკრაინაში "სამხედრო ოპერაცია" შეწყდება, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება - საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს.
როგორც კრემლის განცხადებაშია ნათქვამი, სატელეფონო საუბრისას პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაცია" მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს და მოსკოვის მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ დაჟინებით მოუწოდა.