მაკრონი პუტინს ტელეფონზე კიდევ ერთხელ ესაუბრა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ისაუბრეს. სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა, თუმცა უცნობია საუბრის დეტალები. 

პუტინ-მაკრონის სატელეფონო საუბარი ხუთშაბათს, 3 მარტსაც გაიმართა, რის შემდეგაც მაკრონმა twitter-ზე დაწერა, რომ ამ ეტაპზე პუტინი უარს ამბობს შეაჩეროს უკრაინაზე თავდასხმა.

მანამდე, პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელმაც პუტინს დაჟინებით მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ.

სატელეფონო საუბრისას პუტინმა კი ერდოღანს უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას იმ შემთხვევაში შეწყვეტს თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი